Warner Bros. მოლაპარაკებას აწარმოებს Paramount-თან შერწყმის თაობაზე.
Warner Bros.-ს Paramount-თან შერწყმა სურს. როგორც axios.com წერს, კომპანიების დირექტორებს შორის მოლაპარაკება ნიუ-იორკში, Paramount-ის სათავო ოფისში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს Paramount+ და Max სერვისების პოტენციური გაერთიანება. .
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა WBD შეიძინოს Paramount Global ან მისი დედა კომპანია National Amusements Inc.
გამოცემის წყაროს თანახმად, კომპანია ორივე ვარიანტს განიხილავს.
შერწყმის შემთხვევაში წარმოიქმნება კორპორაცია, რომლის კაპიტალიზაცია დაახლოებით $40 მილიარდს მიაღწევს და უკეთესად შეძლებს კონკურენცია გაუწიოს Walt Disney Co.
გაერთიანების შემთხვევაში, WBD ასევე შეძლებს გამოიყენოს თავისი საერთაშორისო ქსელი Paramount-ის ფრენჩიზას გასაძლიერებლად, ხოლო Paramount-ის საბავშვო ფილმები და ანიმაციები შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი აქტივი WBD ნაკადი ბიზნესის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
გარდა ამისა, შერწყმის შემთხვევაში, CBS News შეიძლება გაერთიანდეს CNN-თან. ასევე შეიძლება გაერთიანდეს ორივე კომპანიის სპორტული არხებიც.