აშშ-ში ინფლაციის ფონზე სავაჭრო ობიექტებში ქურდობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.
აშშ-ის საცალო სავაჭრო ქსელები, მათ შორის Walmart, Target, CVS და სხვა, შეშფოთებულები არიან ქურდობისა და „ფლეშ ძარცვის“ მზარდი შემთხვევების გამო.
საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდის გამო მსხვილ საცალო ქსელებში ქურდობამ და ძალადობრივმა ინციდენტებმა იმატა.
სავაჭრო ობიექტები არა მარტო წვრილმან ქურდობაზე, არამედ, მასობრივ ორგანიზებულ თავდასხმებზე ჩივიან, რასაც „ფლეშ ძარცვას“ უწოდებენ.
აშშ-ის ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის 2022 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2021 წელს სავაჭრო ქსელებმა ქურდობის გამო $94,5 მილიარდის ზარალი განიცადეს.
ზარალი გამოწვეულია უმეტესად პერსონალისა და მომხმარებლების მხრიდან ქურდობის ან ადმინისტრაციული შეცდომების შედეგად.
მზარდი ორგანიზებული დანაშაულის საპასუხოდ, მაღაზიებმა მიიღეს ზომები, როგორიცაა თაროებზე გამჭვირვალე კედლების დამონტაჟება საკეტებით, მაცივრების ბოქლომით ჩაკეტვა და ზარის ღილაკების განთავსება დერეფნებში პერსონალის სასწრაფოდ გამოძახების მიზნით.
ქურდობის აღკვეთის მიზნით, საკეტები განათავსეს, მცირე და მწირ თაროებზეც.
თუმცა, საცალო მოვაჭრეები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ეს ზომები ყოველთვის ეფექტიანი არ არის, რაც მათ ზოგიერთი მაღაზიის დახურვას აიძულებს.
მაგალითად, Walmart-მა წელს ოთხი მაღაზია დახურა ჩიკაგოში.
ქურდობის მასშტაბები არათანაბარია ქვეყნის მასშტაბით.
„ფლეშ ძარცვის“ დროს ადამიანთა ჯგუფები შედიან მაღაზიებში, ადვილად ხელმისაწვდომ ნივთებს იტაცებენ და გაქცევით შველიან თავს.
მაგალითად, 12 აგვისტოს ლოს-ანჯელესში ძვირად ღირებული უნივერმაღში Nordstrom-ში 30 ნიღბიანი პირი პირი შეიჭრა და $300 ათასზე მეტი ღირებულების ძვირად ღირებული საქონელი გაიტაცა.
ქურდობის შემთხვევების ზრდა გამოიწვია ინფლაციამ, რომელმაც მწვავედ იმოქმედა ამერიკელ ახალგაზრდებსა და სხვა დაბალშემოსავლიან სეგმენტზე. დაბალმა ხელფასებმა, მზარდმა უმუშევრობამ და სოციალური ფენების სიმდიდრეს შორის განსხვავების ზრდამ, უკმაყოფილებისა და იმედგაცრუების კერები შექმნა.