ევროკომისიამ Volvo-ს და Renault-ის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე თანხმობა გასცა.
ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ავტოკონცერნების კონცენტრაცია, ბაზარზე კონკურენციის თვალსაზრისით, პრობლემებს არ შექმნის.
გარიგება შეეხება მსუბუქი ელექტრომობილების წარმოებასა და რეალიზაციას, ასევე ლოგისტიკური მომსახურების მიწოდებას.
შვედური და ფრანგული ავტომწარმოებლები ერთობლივ საწარმოში მომდევნო სამი წლის განმავლობაში $316,5 მილიონის ინვესტიციას განახორციელებენ.
პროექტში $131 მილიონის ინვესტირებას აპირებს ფრანგული ლოგისტიკური ოპერატორი CMA CGM.
ერთობლივი კომპანია საფრანგეთში დაფუძნდება, ხოლო წარმოებას 2026 წელს დაიწყებს.
Volvo-ს და Renault-ს საწარმოში 50%-იანი წილი ექნებათ.
წარმოება ითვალისწინებს ელექტროფურგონების გამოშვებას, რომლებიც უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით იქნება აღჭურვილი. ეს საქონლის მიწოდების თვალყურის დევნების საშუალებას შექმნის და ტრანსპორტირების ეფექტურობას გაზრდის.
ავტოკონცერნების განცხადებით, აღნიშნული პროგრამის გამოყენება ოპერატორ კომპანიებს ძირითადი ხარჯების 30%-ით შემცირების საშუალებას მისცემს.