Visa Inc. და Mastercard Inc. მომსახურების საკომისიოს გაზრდას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაცია WSJ-მა გაავრცელა.
საერთაშორისო საგადახდო სისტემები საკომისიოს საცალო სავაჭრო ოპერაციებისთვის იღებენ. საკომისიოს მათი კლიენტები საბანკო ბარათების გამოყენებით შესყიდვების განხორციელებისას იხდიან.
ონლაინ ტრანზაქციებზე საკომისიოს მომატება ოქტომბრიდან დაიწყება, აპრილიდან კი საკრედიტო და სადებეტო ბარათებსაც შეეხება.
მიუხედავად იმისა, რომ გადახდის საკომისიოს Visa და Mastercard აწესებენ, მის ძირითად ნაწილს იღებენ ბანკები, რომლებიც ამ ბარათებს გასცემენ. განაკვეთის გაზრდა, ამჯერადაც მომხმარებლის გადასახდელი იქნება.
ბოლო წლებში გაიზარდა გადახდის საკომისიოები, განსაკუთრებით საკრედიტო ბარათების, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს.