Visa-ს სადებეტო ბარათების ბაზრის მონოპოლიაში ადანაშაულებენ. კომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სარჩელის შეტანას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი აპირებს. მას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გაზეთი Financial Times წერს.
ფედერალური პროკურორები სარჩელის შეტანას სამშაბათს გეგმავენ. მათ ეს გადაწყვეტილება იუსტიციის დეპარტამენტის მრავალწლიანი გამოძიების შემდეგ მიიღეს.
აღნიშნული საქმე შეეხებოდა Visa-ს სადებეტო ბარათების ბიზნესს შეერთებულ შტატებში, ასევე კონკურენციას სხვა გადახდის ქსელებთან. გამოძიება ფოკუსირებული იყო კომპანიის მიერ ანტიკონკურენტულ შეთანხმებების დარღვევასა და მონოპოლისტური უპირატესობის გამოყენებაზე.
Visa-მ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური განყოფილება ითხოვდა ინფორმაციას ანტიმონოპოლიური კანონების შესაძლო დარღვევების შესახებ და მას ყველა საჭირო დოკუმენტები მიაწოდა.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Visa-ს აქციები ბირჟაზე თითქმის 2%-ით დაეცა.