პარასკევი, მაისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

VISA და MasterCard არასაბარათე საგადახდო სისტემის პარალელურად იმუშავებს: ეროვნული ბანკი

ავტორი Nona
14:37, 28 მარტი, 2025
- ბანკები და ფინანსები, ბიზნესი, სიახლეები
ეროვნული ბანკი VISA-ს და MASTERCARD
გაზიარებაგაზიარება

ეროვნული ბანკი VISA-ს და MASTERCARD-ის საქართველოში ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული საგადახდო სისტემების საქმიანობის შეზღუდვა არ იგეგმება.
სებ-ის ინფორმაციით, მედიაში მათი შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციას და რეალური ფაქტების მცდარი ინტერპრეტაციის მცდელობას წარმოადგენს, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოჰყვა ეროვნული ბანკის მიერ ახალი მყისიერი გადახდების სისტემის მომზადებას, რომელიც ბარათების გამოყენების გარეშე მუშაობს.  აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან უნდა ამოქმედდეს.

სებ-ის განმარტებით, ახალი არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში ერთმანეთის პარალელურად იმუშავებს.

“ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ, საშუალება მისცა მსოფლიოს წამყვან ტრადიციულ საგადახდო სისტემებს გაეუმჯობესებინათ მათი ეფექტიანობა, კერძოდ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა – მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. ეს სისტემები მუშაობენ ბარათების გამოყენების გარეშე და აქვთ შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებელს შესთავაზონ საბარათე გადახდების ანალოგიური გადახდის მეთოდი, გარკვეულ შემთხვევებში მეტი უპირატესობებით, როგორიცაა ოპერაციის განხორციელების ხარჯი და გადარიცხვის მიმღებისთვის თანხის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა.

ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად, დაიწყო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. აღნიშნული სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მეტად განავითარებს, ე.წ. „ღია ბანკინგის“ მომსახურებებს, რომლებსაც საქართველოში სთავაზობენ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ფინტექ კომპანიები საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატუსით.

უნდა აღინიშნოს, რომ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ინსტიტუტის ჩამოყალიბება და „ღია ბანკინგის“ მომსახურების ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც სრულად იყო შესრულებული 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით”,- აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

სებ-ის ინფორმაციით, საქართველოში საბარათე გადახდები მცირე მეწარმეებისთვის არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი მისი მომსახურების მაღალი საკომისიოს გამო. მათთვის მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას გაზრდის

“ახალი საგადახდო სისტემა იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და თავსებადია ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის საგადახდო სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია.

განვმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე (VISA, Master Card, American Express) საგადახდო სქემები საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის”,– წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

თეგები: MastercardVisaარასაბარათე გადახდის სისტემაეროვნული ბანკისაგადახდო სისტემები

დაკავშირებული სიახლეები

ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ბანკებმა მეტი კაპიტალი უნდა დაარეზერვონ
ბანკები და ფინანსები

რა შემთხვევაში შეარბილებს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას?

12:44, 7 მაისი, 2025
თიბისი კონცეპტი, წინანდლის მამული, რედისონი, Mastercard
ბანკები და ფინანსები

თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში

14:42, 5 მაისი, 2025
თიბისი კონცეპტი, თბილისი გალერეა
ბანკები და ფინანსები

დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ – თიბისი კონცეპტის და გალერია თბილისის შეთავაზება

17:13, 10 აპრილი, 2025
360 Mastercard World Elite ბარათი
ბანკები და ფინანსები

გაემგზავრეთ კანის კინოფესტივალზე თიბისი კონცეპტისა და Mastercard-ის შეთავაზებით

10:18, 10 მარტი, 2025

ბოლო სიახლეები

ამერიკის ხმა

ტრამპის ადმინისტრაცია „ამერიკის ხმის“ ვაშინგტონის სათავო ოფისს ყიდის

13 წუთი-ის წინ
ბიზნესდაჯილდოება 2025, თიბისი

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

32 წუთი-ის წინ
ფულადი გზავნილები, ჩანაწერები კრედიტინფოში

აპრილში Western Union-ით გადმორიცხვები 48%-ით გაიზარდა

1 საათის-ის წინ
სესხები, საკრედიტო ლიმიტი, მისო

დღეიდან მიკროსაფინანსოების მსესხებლებისთვის საკრედიტო ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდა

1 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

19 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved