ბრიტანელი მილიარდერის – რიჩარდ ბრენსონის კოსმოსური ტურისტული კომპანიის – Virgin Galactic-ის თვითმფრინავმა პირველი კომერციული ფრენა შეასრულა.
თვითმფრინავის VSS Unity ბორტზე სამი მგზავრი და Virgin Galactic-ის ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.
მგზავრები იყვნენ იტალიის საჰაერო ძალების ორი პოლკოვნიკი და ერთიც ინჟინერი იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოდან.
ხომალდი ნიუ-მექსიკოს კოსმოსური აეროდრომიდან 29 ივნისს გაუშვეს.

WK2 გადამზიდავმა თვითმფრინავმა VSS Unity დაახლოებით 13 კილომეტრის სიმაღლეზე ასწია. ამის შემდეგ ხომალდი გათავისუფლდა სარაკეტო ძრავისგან, რის შედეგადაც სწრაფად ავარდა ზევით და ზებგერით სიჩქარეს მიაღწია.
თვითმფრინავი თითქმის ვერტიკალურად ავიდა დაახლოებით 80 კილომეტრის სიმაღლეზე, რაც დედამიწის და კოსმოსის საზღვრად არის მიჩნეული. რამდენიმე წუთი უწონადობაში გაატარა და დაიწყო ქვემოთ დაშვება. დაახლოებით საათნახევრიანი ფრენის შემდეგ ხომალდი მიწაზე უსაფრთხოდ დაჯდა.
კოსმოსური თვითმფრინავის შემდეგი გაშვება 2023 წლის აგვისტოშია დაგეგმილი. ამის შემდეგ Virgin Galactic ფრენების ყოველთვიურად შესრულებას გეგმავს.
კომპანიას დაგეგმილ ფრენებზე 800-მდე ბილეთი აქვს უკვე გაყიდული, მათგან 600 ჯერ კიდევ 2005-2014 წლებში გაიყიდა. ბილეთის ფასი $200 000-დან 250 000-მდე მერყეობდა. ახლა უკვე ბილეთი $450 000-მდე გაძვირდა.