მოდის ცნობილმა ფრანგულმა ჰოლდინგმა Kering SA-მა მოდის სახლის – Valentino-ს 30%-ის შეძენის შესახებ განაცხადა.
Kering-ის ჰოლდინგი აერთიანებს ბრენდებს: Gucci, Saint Laurent, Bottega Veneta, Balenciaga, Alexander McQueen და სხვა მოდის სახლებს.
Valentino-ს წილში ის კატარის ფონდ Mayhoola-ს €1,7 მილიარდს გადაუხდის. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კომპანიის დარჩენილი წილის გამოსყიდვის შესაძლებლობას (არაუგვიანეს 2028 წლისა).
Valentino €700 მილიონად Mayhoola-მა 2011 წელს შეიძინა.
2022 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა €1,4 მილიარდი, EBITDA მაჩვენებელი €350 მილიონი იყო.
Kering-ს 2023 წლის პირველ ნახევარში, გაყიდვების ზრდის მიუხედავად, წმინდა მოგება 10%-ით შეუმცირდა და €1,79 მილიარდი შეადგინა.
კომპანიის საოპერაციო შემოსავალი €2,74 მილიარდი იყო. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, €1,99 მილიარდი და €2,82 მილიარდი იყო.
Gucci-ს ბრენდის გაყიდვები 1%-ით შემცირდა €5,13 მილიარდამდე.
Yves Saint Laurent-ის შემოსავალი 6%-ით გაიზარდა და €1,58 მილიარდს მიაღწია.
Bottega Veneta-ს შემოსავალი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და €833 მილიონი შეადგინა.
ხოლო Balenciaga-ს და Alexander McQueen-ის შემოსავლები, მთლიანობაში 5%-ით დაეცა €1,86 მილიარდამდე.
2023 წლის 6 თვეში კომპანიის შემოსავლის 27% დასავლეთ ევროპაზე მოდიოდა, ჩრდილოეთ ამერიკაზე – 22%, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე – 37%, იაპონიაზე – 7%.
კომპანიის წმინდა ვალი €3,85 მილიარდი იყო, რაც ექვს თვეში თითქმის 1,7-ჯერ გაიზარდა.
2023 წლის დასაწყისიდან Kering-ის კაპიტალიზაცია 13%-ით გაიზარდა და €64,6 მილიარდი შეადგინა.