USAID-ის ინფორმაციით, სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეჩერებულია და კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერა მის გარეშე გაგრძელდება.
გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის $95 მილიონიანი დახმარების შეჩერებას უკავშირდება, რაც „რუსული კანონის“ მიღების შედეგია.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად, ინოვაციების პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების კომპონენტს აფინანსებდა.
საქართველოში USAID კერძო სექტორთან კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას და აფინანსებს ფინანსური ინოვაციების პროგრამასაც. აღნიშნული პროექტი ქართულ საწარმოებს ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების დანერგვაში ეხმარება. USAID აგრძელებს იმ პროგრამებსაც, რომლებიც მხარს უჭერენ უშუალოდ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორისაა ბიზნესებისა და მეწარმეების მხარდაჭერის არაერთი პროგრამა.
USAID-ის მხრიდან პროგრამაში მონაწილეობის შეჩერებას „აწარმოე საქართველოც“ ადასტურებს.