Twitter-ის ფინანსური მაჩვენებლები ნეგატიური რჩება სარეკლამო შემოსავლების შემცირებისა და დიდი ვალის გამო. ამკის შესახებ Reuters წერს.
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter მინუსშია, რადგან რეკლამიდან შემოსავლებმა 50%-ით იკლო.
მასკს სხვაგვარი მოლოდინი ჰქონდა. Twitter-ის მფლობელი ფიქრობდა, რომ ივნისში კომპანიის შემოსავლები ხარჯებს გადააჭარბებდა.
მასკმა დაწერა, რომ სარეკლამო შემოსავალი ივნისში არ გაზრდილა და დასძინა, რომ „ივლისი ცოტა უფრო პერსპექტიულია“.
მასკი ვარაუდობს, რომ Twitter 2023 წელს $3 მილიარდის შემოსავალს გამოიმუშავებს(2021 წელს კომპანიის შემოსავალი $5,1 მილიარდი იყო).
მასკის თქმით, შემოსავალი ჯერ არც Twitter Spaces-ს აქვს.
როგორც ჩანს, ხარჯების შემცირება, რაც Twitter-მა ოქტომბერში განახორციელა, საკმარისი არ აღმოჩნდა.
მასკმა თქვა, რომ ათასობით თანამშრომლის გათავისუფლების შემდეგ, კომპანიამ 2023 წელს პროგნოზირებული $4,5 მილიარდიდან ხარჯები $1,5 მილიარდამდე შეამცირა.
კომპანიას დაახლოებით $1,5 მილიარდი აქვს გასასტუმრებელი ვალზე დარიცხული წლიური პროცენტის სახით .
როგორც Reuters წერს, 2023 წლის ივლისში Twitter -ის ბევრი მომხმარებელი Meta- ს ახალ სოციალურ ქსელ Threads-ზე „გაიქცა“. Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ უკვე 100 მილიონს გადააჭარბა.