ილონ მასკმა Twitter თავისივე ამერიკულ X Corp.-ს შეუერთა. ამით კომპანია Twitter-მა დამოუკიდებლად არსებობა შეწყვიტა. ინფორმაცია Bloomberg-მა სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთმა აქტივისტმა ლორა ლომერმა Twitter-ს და კომპანიის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს – ჯეკ დორსის სასამართლოში უჩივლა. საპასუხოდ, ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „Twitter აღარ არსებობს“.
X Corp. და მისი მშობელი კომპანია X Holdings Corp. მარტში ნევადაში დარეგისტრირდნენ.
ნევადაში კომპანიის დარეგისტრირება კი იმას ნიშნავს, რომ მას ნაკლები ვალდებულებები აქვს. შესაძლოა, მასკის გადაწყვეტილების მიზანიც ეს იყოს. მან Twitter $44 მილიარდად 2022 წელს იყიდა.