Toyota და Lexus შეერთებული შტატების ბაზრიდან გაიწვევენ 2020 წლიდან 2022 წლამდე გამოშვებულ მოდელებს: Toyota Avalon-ს, Camry-ის, Highlander-ს, RAV4-ს, Sienna-ს და Corolla-ს. აგრეთვე, Lexus-ის მოდელებს – ES250 სედანსა და RX350 SUV-ს.
სულ Toyota Motor Corp. ბაზრიდან გაიწვევს 1 მილიონ ავტომობილს, უსაფრთხოების ბალიშების (აირბაგი) პრობლემის გამო, რამაც მგზავრს შეიძლება საფრთხე შეუქმნას.
დეფექტი აღმოაჩნდა მგზავრის წინა სავარძელში არსებულ სენსორებს, რამაც შეიძლება მოკლე ჩართვა გამოიწვიოს, შესაბამისად, უსაფრთხოების ბალიშების სისტემამ ვერ განსაზღვროს მძღოლის წონა და ავარიის დროს არ ამოქმედდეს.
კომპანიები შეამოწმებენ სენსორებს დეფექტის მქონე ავტომობილებში და საჭიროების შემთხვევაში მათ უფასოდ შეცვლიან.
ბოლო თვეების განმავლობაში ეს Toyota-ს მესამე მსხვილი გაწვევაა.
ნოემბერში კომპანიამ აშშ-ის ბაზრიდან 1,9 მილიონი RAV4 გაიწვია.
ოქტომბერში, ბაზრიდან Toyota Highlander-ის 700,000-ზე მეტი SUV გაიწვიეს.
Toyota-ს გარდა, მსგავსი პრობლემები გამო ავტომობილების გაწვევა მოუწია Kia-ს და Hyundai-ს. სამხრეთ კორეის ავტომწარმოებლებმა დაახლოებით 3,4 მილიონი ავტომობილი გაიწვიეს აშშ-დან ძრავის ხანძრის გახშირებული შემთხვევების შემდეგ. დეფექტი აღმოაჩნდა 2010-2019 წლებში გამოშვებულ რამდენიმე მოდელს,მათ შორის Hyundai-ის Santa Fe-სა და Kia Sorrento-ს.