სამი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი Toyota, Nissan და Honda აჩერებენ მუშაობას იაპონიაში ტაიფუნის გამო.
პარასკევამდე შეწყდება მუშაობა Toyota Motor-ის 14 ქარხანაში, Honda Motor შეაჩერებს მუშაობას კუმამოტოს პრეფექტურაში, ხოლო Nissan Motor გეგმავს შეაჩეროს წარმოება სამხრეთ კუნძულ კიუშუს ქარხნებში მინიმუმ პარასკევამდე.
ტაიფუნი ხუთშაბათს დაიწყო. კუნძულზე შეწყდა ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობაც.
იაპონურმა ავიახაზებმა გააუქმეს დაახლოებით 200 ფრენა. 13000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მეტეოროლოგებმა მოსახლეობა გააფრთხილეს მეწყრების, დაბლობ ადგილებში წყალდიდობისა და ნაპირებიდან მდინარეების გადმოსვლის საშიშროების შესახებ.
მილიონობით ადამიანი ევაკუირებულია. ამ დროისთვის დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი და ათობით დაშავებულია.
შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ოდესმე რეგიონში ყოფილა. ტაიფუნი 50 მეტრი/წამში სიჩქარით მოძრაობს.
მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი შაბათ-კვირას, მიუახლოვდეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოს.