რამდენიმე თვეა Toyota-ს პრობლემები აქვს.
წინა კვირას კომპანიამ 50 000-ზე მეტი ავტომობილი ბაზრიდან უკან გაიწვია, უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, რასაც შეიძლებოდა საფრთხე შეექმნა მძღოლის სიცოცხლისთვის.
მანამდე, გასული წლის დეკემბერში, Toyota-ს ავტომობილების ძრავების მწარმოებელმა Toyota Industries Corporation-მა ექვს საწარმოო ხაზზე მუშაობა გააჩერა. გადაწყვეტილება კომპანიის სამ ქარხანაში დიზელის ძრავების ტესტირების არასახარბიელო შედეგებს მოჰყვა.
წარმოება 1 თებერვალს უნდა განახლებულიყო, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო.
ავტოკონცერნმა გამოაცხადა, რომ 13 თებერვლიდან ექვსი საწარმოო ხაზიდან მუშაობას ოთხი განაახლებს.
ორი საწარმოო ხაზი ისევ გაჩერებულია და უცნობია, როდის დაიწყებს წარმოებას.