ამერიკელმა ბიზნესმენი და უძრავი ქონების მაგნატი ფრენკ მაკკორტი აცხადებს, რომ აპირებს შექმნას კონსორციუმი, რომელიც TikTok-ის აქტივების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Bloomberg წერს.
მაკკორტი ბეისბოლის გუნდის „ლოს ანჯელეს დოჯერსის” ყოფილი მფლობელი და საინვესტიციო კომპანია McCourt Global-ის აღმასრულებელი დირექტორია.
გამოცემა მის მიერ TikTok-ის შეძენას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.
TikTok-ის ამერიკული აქტივები, რომელიც ჩინურ კომპანია China’s ByteDance-ს ეკუთვნის, Bloomberg Intelligence-ის მიერ $35-40 მილიარდად არის შეფასებული.
ჯო ბაიდენის ბრძანების შემდეგ, TikTok-ის მმართველი კომპანია იძულებულია გაყიდოს ბიზნესი აშშ-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში აპი აიკრძალება.
აშშ-ის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა სტივ მნუჩინმა თქვა, რომ ის „ძალიან დაინტერესებულია” აპლიკაციით, ხოლო Google-ის ყოფილმა აღმასრულებელმა ერიკ შმიდტმა განაცხადა, რომ დიდი ხანია სურს ტენდერში მონაწილეობა.
ByteDance, რომელმაც აშშ-ს სანქციები სასამართლოში გაასაჩივრა, აცხადებს, რომ არ აპირებს აქტივის გაყიდვას.