TikTok-ის დედა კომპანიის, ByteDance-ის დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა.
ჟანგ იიმინგი ახლა $49.3 მილიარდის ქონებას ფლობს – 43%-ით მეტს, ვიდრე 2023 წელს. მისი გამდიდრება TikTok-ის მზარდი პოპულარობის შედეგია.
ჟანგ იიმინგმა ByteDance-ის ხელმძღვანელის თანამდებობა 2021 წელს დატოვა, მაგრამ კომპანიის დაახლოებით 20%-ს.
TikTok გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური აპლიკაცია მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის ხელისუფლებასთან მისი კავშირების გამო. აშშ აპირებს აკრძალოს TikTok 2025 წლის იანვრიდან, თუ ByteDance არ გაყიდის მას. ზეწოლის მიუხედავად, ByteDance-ის მოგება გასულ წელს 60%-ით გაიზარდა, რამაც გაზარდა ჟანგ იიმინგის პირადი ქონება.
ჰურუნის კვლევითი ინსტიტუტის სიაში შესული უმდიდრესი ჩინელებიდან, 2023 წელს მხოლოდ 30%-ს გაეზარდა ქონება, ჩინეთის ეკონომიკაში პრობლემების გამო. დანარჩენების ქონებამ კლება განიცადა.
შარშანდელი წელი კარგი იყო სმარტფონების მწარმოებლებისთვის, როგორიცაა Xiaomi. მზის პანელების, ლითიუმის ბატარეების და ელექტრომომარაგების მწარმოებლებს რთული წელი ჰქონდათ, რადგან ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა.