აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აკრძალავს TikTok-ს აშშ-ში, თუ ჩინური კომპანია ByteDance სოციალურ ქსელს ერთი წლის განმავლობაში არ გაყიდის.
დოკუმენტის თანახმად, ByteDance-ს ეძლევა ცხრა თვე TikTok-ის გასაყიდად და მაქსიმუმ 90-დღიანი ვადა გარიგების საბოლოოდ დასასრულებლად.
თუ ByteDance დროულად არ გაყიდის TikTok-ს, აპის გავრცელება აშშ-ში შეუძლებელი გახდება.
გადაწყვეტილება უკავშირდება აშშ-ის ხელისუფლების პოზიციას, რომ TikTok-ს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
აპლიკაციას 170 მილიონი ამერიკელი იყენებს. ექსპერტების აზრით, ჩინეთს შეუძლია კომპანიას ამ ადამიანების მონაცემების გამჟღავნება აიძულოს.
ამერიკელების დამოკიდებულება TikTok-ის აკრძალვის მიმართ არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. Savanta-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აკრძალვას ამერიკელების მხოლოდ 28% ემხრობა.
ეს TikTok-ის შეერთებული შტატებში აკრძალვის პირველი მცდელობა არ არის. მარტში, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც პლატფორმის აკრძალვას ითვალისწინებდა, თუმცა, დოკუმენტის მიღებას მაშინ სენატი არ დაეთანხმა..