Meta-ს სოციალურმა პლატფორმა Threads-ის მომხმარებელთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა. ხელმომწერების რაოდენობა დამოუკიდებლად გამოთვალეს Search Engine Journal-მა და საინფორმაციო პლატფორმა Quiver Quantitative-მა.
პოპულარულ ჩატბოტ ChatGPT-საც კი ორი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ 100-მილიონიანი მომხმარებლებისთვის მიეღწია. ხოლო TikTok-მა და Instagram-მა იმავე შედეგს, Search Engine Journal-ის მიხედვით. შესაბამისად, ცხრა თვის და 2,5 წლის შემდეგ მიაღწიეს.
Meta-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ Threads-ის ხელმომწერთა რიცხვმა 70 მილიონ მომხმარებლის მიაწრია, რაც „მოლოდინს ბევრად აღემატება“. ამასთან აღნიშნა, რომ ეს არის ორგანული მოთხოვნა, ცნობადობის გასაზრდელი აქციების გარეშე.
Threads ევროკავშირში არ არის ხელმისაწვდომი. Meta ჯერ არ განათავსებს აპლიკაციას ევროკავშირში ევროპული კანონმდებლობის გამო, რომელიც ზღუდავს კომპანიების მიერ პერსონალური მონაცემების გამოყენებას.