ბერლინში Tesla-ს წარმოება თითქმის ორი კვირით შეჩერდება ავტონაწილების დეფიციტის გამო, რაც წითელ ზღვაში გადაზიდვების შეფერხებამ გამოიწვია.
Tesla-ს განცხადებით, მისი ქარხნის მუშაობას ასევე აფერხებს გადაზიდვების გადამისამართება ალტერნატიულ მარშრუტზე სამხრეთ აფრიკის იმედის კონცხის მიმართულებით.
ჰუთების მიერ გემებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა წითელ ზღვაში გადაადგილება გაართულა და ტრანსპორტირების დრო საგრძნობლად გაზარდა.
ამის გამო ამერიკული გიგანტი გერმანიის საწარმოებში კომპონენტების ნაწილს ვერ იღებს.
20-ზე მეტმა გადამზიდავმა კომპანიამ უკვე შეწყვიტა ან აპირებს გადაზიდვების შეჩერებას წითელ ზღვაში.
დანიურმა გადამზიდავმა გიგანტმა Maersk-მა წინა კვირას განაცხადა, რომ თავის გემებს სამხრეთ აფრიკის იმედის კონცხისკენ გადაამისამართებს.