Tesla-მ გამოაცხადა, რომ პირველ კვარტალში გაყიდვები მკვეთრად შეუმცირდა. მიზეზი ელექტრომობილებზე მოთხოვნის კლებაა.
ხოლო ტრადიციულ მწარმოებლებს, მათ შორის Toyota-ს, წინა წელთან შედარებით, გაყიდვები მკვეთრად გაეზარდა, უმეტესად აშშ-ის ბაზრის წყალობით.
ილონ მასკის ავტოკონცერნმა გასული წლის განმავლობაში ბაზარს 386,810 ავტომობილი მიაწოდა, რაც 8,5%-იან კლებას ნიშნავს.
შემცირება ნაწილობრივ ჩინეთში გაყიდვების დაბალმა მაჩვენებელმა განაპირობა, რაც ელექტრომობილების ადგილობრივი მწარმოებლებისგან მკაცრი კონკურენციის შედეგია. სხვა ელექტრომობილების ზრდამ, განსაკუთრებით აშშ-ში, Tesla აიძულა შეემცირებინა ფასები და შესაბამისად, კომპანიის მოგების პროგნოზი.
კიდევ ერთ მიზეზად კომპანია წითელი ზღვის კრიზისით გამოწვეული გადაზიდვების შემცირებას ასახელებს.
General Motors გაყიდვების მცირე შემცირებაზე საუბრობს.
ეს ნაწილობრივ იმის გამოც ხდება, რომ ბევრ მომხმარებელს კვლავ მაღალი საკრედიტო განაკვეთების პრობლემა აქვს.
Tesla-ს მანქანებზე მოთხოვნის შესაძლოა კიდევ შემცირდეს, რადგან კომპანიის კონკურენტებმა, განსაკუთრებით ჩინეთში, შესაძლოა უფრო მეტად შეამცირონ ფასები.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ავტომობილების მთლიანი გაყიდვები მიმდინარე კვარტალში გლობალურად დაახლოებით 6%-ით მოიმატებს.