Tesla-მ თავისი ორი ყველაზე ძვირად ღირებული მოდელის Model S და Model X ფასები შეამცირა. Model S-ის მოდელის ფასი 4%-ით, ხოლო უფრო ძვირადღირებული Model X-ის ფასი 9%-ით შემცირდა.
ილონ მასკმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ძვირადღირებულ მოდელებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება, რაც ინფლაციამ და ეკონომიკის შესუსტებამ განაპირობა. მოთხოვნა ასევე, შეამცირა საპროცენტო განაკვეთების მატებამ და ლიზინგის გაძვირებამ, რის გამოც ამერიკელები ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენისგან თავს იკავებენ.
Model S-ის ორივე ვერსიაზე ფასდაკლება $5000-ის(5%-ით) და $89990$ ღირს. ხოლო Plaid-ის ფასმა 4%-ით, 109990$-მდე დაიწია.
Model X-ის ძირითადი, AWD მოდელის ფასი შემცირდა 9%-ით, $99 990-მდე, ხოლო Plaid მოდელი 8%-ით, $109 990-მდე.
ეს Tesla-ს იერ განხორციელებული რიგით მეხუთე ფასდაკლებაა წლის დასაწყისიდან. იანვარში, კომპანიამ თავის ელექტრომობილებზე 20%-მდე ფასდაკლება განახორციელა, რამაც შეკვეთების ზრდა გამოიწვია. კომპანიას ამჯერადაც მოთხოვნის გაზრდის მოლოდინი აქვს.