ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

Temu – როგორ იზიდავს ჩინური ონლაინ პლატფორმა მომხმარებელს

ავტორი Nona
11:24, 7 ივნისი, 2024
- ბიზნესი, სიახლეები
Temu

Temu/ gettyimages

გაზიარებაგაზიარება

Temu-ს საყიდლების აურზაური

Temu ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ ელექტრონული კომერციის საიტად იქცა. მან  დაბალი ფასებით და სხვადასხვა გათამაშებით მილიონობით მომხმარებელი მიიზიდა.

მილიარდ დოლარიანი ჩინური სავაჭრო პლატფორმა ისეა შექმნილი, რომ მომხმარებელთა ტვინს უკარნახოს, რომ „იშოპინგოს”.

მომხმარებლები ამბობენ, რომ Temu -ს შეთავაზებებზე უარის თქმა თითქმის შეუძლებელია და რომ საცალო ვაჭრობის აპლიკაციაში შესვლისთანავე მიხვდნენ, რომ ვირტუალურ კაზინოში აღმოჩნდნენ.

როგორ იზიდავს Temu მომხმარებლებს?

პირველ რიგში, უფასო მიწოდებით და ფასდაკლებით, ასევე სასაჩუქრე კუპონებით. ისევე, როგორც სხვაგან, საქართველოშიც Temu უფასო მიწოდების სერვისი აქვს სახლის კარამდე, რის გამოც, სხვა საიტებთან შედარებით, უპირატესობით სარგებლობს.

საიტზე არის ყველაფერი, იაფი საოჯახო ნივთებით დაწყებული, ელექტრონული მოწყობილობებით დამთავრებული.

ბევრმა იცის, რომ საიტზე ნაყიდი ნივთი შეიძლება იყოს უხარისხო, მაგრამ უკან არ დააბრუნებს, რადგან ის $10 -ზე ნაკლები ღირს.

„წინდები საშინელი ხარისხია, გადასაგდები სინთეტიკა, თუმცა რეიტინგი ჰქონდა და კარგი რევიუც”. „მაისურები ლამაზია მაგრამ ძალიან დაბალი ხარისხის. მოკლედ ტანსაცმელს მე არასდროს გამოვიწერ. თუმცა, წვრილმანი რაღაცები ყველაფერი კარგია”.  „ზოგჯერ მიღებული ნივთი რადიკალურად განსხვავდება ფოტოზე ნაჩვენებისგან. შეიძლება 2 ზომით დიდიც იყოს”. „საზაფხულო ფეხსაცმელში 43 ლარი გადავიხადე და აღმოჩნდა ნაგავი. ჩემი გამოცდილებით, ტანსაცმლის შეძენას არ გირჩევთ”. „უფასო ტრანსპორტირება და 10 დღეში ჩამოსვლის პერსპექტივა უფრო მომეწონა ამ აპლიკაციაში”- წერენ სოციალურ ქსელებში ქართველი მომხმარებლები, რომლებმაც უკვე გამოიწერეს საიტიდან ნივთები.

Temu ფასებს მომხმარებლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით ადგენს.

კერძოდ, ბონუსები და კუპონები, რომელიც კლიენტებს ვიდეო თამაშებითაც შეუძლიათ დააგროვონ, აიძულებს მათ გააგრძელოს „შოპინგი”.

ვიდეო თამაშების „სატყუარამ” გაამართლა. ისეთმა ცნობილმა ბრენდებმაც კი, როგორიცაა Starbucks და Sephora, თავიანთ ონლაინ პრიზების პროგრამებს, ვიდეო თამაშები დაამატეს.

მაგალითად, Lacoste-ს აქვს ნიანგებზე ნადირობის თამაში, რომელშიც მყიდველები  პრიზებს იგებენ.

Temu ასევე ხშირად იყენებს ანიმაციებს მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად.

Temu -ს წარმატების საიდუმლო 

როგორც ექსპერტები ამბობენ, დაბალი ფასები მომხმარებლებს აძლევენ დოფამინის მცირე დოზას და აიძულებს მათ საიტზე მეტის დასახარჯად დაბრუნდნენ. რეგულარული აქციები ზრდის მყიდველთა ჩართულობას.

Temu აქტიურად იყენებს „გადაუდებელად ყიდვის” ტაიმერს, რათა დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ შეთავაზებები მალე ამოიწურება.

ასევე ხშირად იყენებს ანიმაციურ ელემენტებს მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობისთვის.

საიტი იყენებს დამაჯერებლობის ტექნიკას, რომელიც ასევე ძალიან ეფექტურია.

მყიდველს შეუძლია ნახოს პროდუქტის მიმოხილვა და ხუთვარსკვლავიანი შეფასებების რაოდენობა, ასევე რამდენმა ადამიანმა შეიძინა იგი ბოლო 24 საათის განმავლობაში და იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ეს პროდუქტი ამჟამად აქვთ კალათაში. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ეხმარება კლიენტს, შეუერთდეს Temu -ს კლიენტების არმიას.

“სპირალი”

ზოგიერთი მომხმარებელი აცხადებს, რომ Temu -ს ტაქტიკა იმდენად კარგად მუშაობს, რომ გაყიდვების პლატფორმაზე დამოკიდებულები გახდნენ.

მას ხშირად არარეალურად დაბალი ფასები აქვს, რადგან ფსონი აქვს დადებული გრძელვადიან სტრატეგიაზე და შეუძლია იმუშაოს ზარალზე  და ეს იმ დრომდე გააგრძელოს, სანამ ყველა კონკურენტს არ დაასუსტებს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, არცერთ კომპანიას შეუძლია კონკურენცია გაუწიოთ Temu-ს ფასს.

გასული წლის დასაწყისში Temu  ჯერ კიდევ არ იყო შეერთებულ შტატებში. ახლა კი მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს აშშ-ში შევა 1 მილიარდზე მეტი ამანათი, საშუალოდ  $50-ის ღირებულების, რაც  მზარდი მოთხოვნით არის გამოწვეულია.

თუმცა, ასეთი წარმატების მიუხედავად, ის აშშ-ში უსაფრთხოდ არ არის.

საფრთხე საცალო ვაჭრობისთვის

კომპანია უკვე იმყოფება მარეგულირებლების დაკვირვების ქვეშ, მონაცემების და სავაჭრო პირობების დარღვევისთვის, როგორიცაა De Minimis Value ბარიერი აშშ-ში, სადაც $800-ზე ნაკლები ღირებულების შეკვეთები თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

აშშ-მა უკვე შეუტია საბაჟო ბროკერებს, რომლებიც Shein-ის და Temu-ს მილიარდობით დოლარის იაფფასიან ონლაინ სავაჭრო შეკვეთებს ახორციელებენ, რაც სავარაუდოდ, მიწოდების შეფერხებას გამოიწვევს.

შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვამ გასული კვირის ბოლოს გამოაცხადა, რომ ბევრ ბროკერს დაჩქარებული განბაჟების პროგრამა შეუჩერა ნაწილობრივ იმის გამო, რომ ქვეყანაში კონტრაბანდა იყო შეტანილი.

ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი ამბობს, რომ წესები, რომლებიც $800-ზე ნაკლები ღირებულების პაკეტებზე ნაკლებ საბაჟო გადასახადს ითვალისწინებს, ელექტრონული კომერციის ჩინურ ფირმებს არასამართლიან უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ საცალო ვაჭრობასთან შედარებით.

ასევე დაიწყო გამოძიებები Temu-ს ბიზნეს მოდელის ეთიკურობის შესახებ და სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ იძულებითი შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის გაყიდვისთვის.

საიტს ევროკავშირში 75 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ უფრო მკაცრი მონიტორინგის წინაშე აღმოჩნდება.

თეგები: LacosteSephoraSheinStarbucksTemuკომერციული ვაჭრობა

დაკავშირებული სიახლეები

Birkin
ბიზნესი

Hermes ფუფუნების ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა – კომპანიას Birkin-ის ჩანთები დაეხმარა

21:00, 15 აპრილი, 2025
სინგაპურის საფონდო ბირჟა
ბანკები და ფინანსები

სინგაპურის ბირჟის ლისტინგში კომპანიების რაოდენობა 20-წლიან მინიმუმამდე დაეცა

14:14, 27 დეკემბერი, 2024
Amazon, Temu, Shein,
ბიზნესი

Amazon იაფი პროდუქციის განყოფილებას ამატებს, რათა კონკურენცია გაუწიოს Temu-ს და Shein-ს

20:48, 14 ნოემბერი, 2024
Temu
სიახლეები

ევროკომისია იძიებს, ყიდის თუ არა Temu აკრძალულ და საშიშ საქონელს

17:31, 2 ნოემბერი, 2024

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

10 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved