მუსიკალური ფესტივალი ტრადიციულ ადგილას, ლისის ვანდერლენდში გაიმართება. Tbilisi Open Air 2023-ის არტისტებს შორის იქნებიან Tom Odell, Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul.
უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, სცენაზე იქნებიან ქართველი ბენდები – Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვები.
ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა. ამ პერიოდის განმავლობაში Tbilisi Open Air-მა 1 000-მდე მუსიკოსს უმასპინძლა.
მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.
ფესტივალის აბონემენტის შეძენა თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე – http://www.tkt.ge/openair