რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, აპრილში დაფიქსირებული 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც მოსალოდნელზე უფრო მაღალია, ფასების ზრდისა და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების საფუძველს ქმნის.
ლარის კურსის პროგნოზი მაკროეკონომიკურ მაჩვენებლების გათვალისწინებით
რაც შეეხება ინფლაციას, მომსახურების სფეროში ფასების ყოველთვიური მატება შედარებით მაღალია. მომსახურების ფასების მატება უმეტესად ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული. მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ამაზე მიუთითებს მომსახურების ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული კომპონენტების გამორიცხვის შედეგად მიღებული ტენდენცია.
მთავარი ეკონომისტის აზრით, ეს ინდიკატორი მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს რეალობაში, საბაზო ინფლაციის საზომთან ყველაზე ახლოა.
ამავდროულად, 2 ივნისის მდგომარეობით, ლარის საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, თავის გრძელვადიან ტენდენციასთან უფრო მეტად დაახლოებას აჩვენებს.
TBC Capital-ის შეფასებით, ლარის კურსის პროგნოზი არაერთ ახალ ინფორმაციაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, თუ როგორი იქნება ევრო/დოლარის წყვილის სამომავლო მიმართულება და სხვა.
ამასთან, ლარის მიმდინარე კურსზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ის ახლო პერსპექტივაში გაუფასურებიდან უფრო მეტად ნეიტრალურისკენ შეიცვლება.