TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი თავის ყოველკვირეულ შეფასებას გასული კვირის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქონლით ვაჭრობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით, 2023 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკის 7.2%-იანი ზრდისთვის დამატებითი არგუმენტია.
ლარის კურსის მხრივ, მთავარი ეკონომისტის შეფასება უცვლელია.
კერძოდ, მართალია, სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა, ლარის საშუალო კურსი და დაბალი ინფლაცია მისი გამყარების საწინააღმდეგოდ მუშაობს.
მისი პროგნოზით, ივლისში, ჯამური ინფლაცია დამატებით უნდა შემცირდეს, მაგრამ მომსახურების ფასები ისევ მაღალია და სამიზნეს მაჩვენებელთან დაახლოება ჯერ კიდევ მხოლოდ მოლოდინია;
TBC Capital-ის შეფასებით, ინდიკატორების უმრავლესობა მიუთითებს, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა შერბილების მიმართულებით გაგრძელდება.