TBC Capital ლარის კურსის შესახებ ტრადიციულ ყოველკვირეულ შეფასებას აქვეყნებს.
შეფასებაში აღნიშნულია, რომ ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა ლარის მიმართ განწყობის ცვლილებაზე მიუთითებს.
- შეიმჩნევა უცხოური ვალუტის დეპოზიტების გაძლიერებული ზრდა, რაც მიუთითებს, რომ მომხმარებლებში ლარის გაუფასურების მოლოდინები არსებობს;
- ლარის კურსის დამატებით გამყარების მოლოდინები უფრო ნეიტრალური განწყობებით იცვლება. ამასთანავე, არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინები;
- თურქული ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება ლარის კურსისთვის ნეგატიურია, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები. კერძოდ:
– სუსტ ლირას გადაცემითი ეფექტი ლარზე მეტწილად მაშინ აქვს, როდესაც დოლარის მიმართ რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება.
– ლირას გაუფასურება გავლენას ახდენს საქართველო-თურქეთის ორმხრივ ვაჭრობაზე, თუმცა, საქართველოს ჯამურ სავაჭრო ბალანსზე მისი ეფექტი არ იკვეთება, რადგანაც გაიაფებული თურქული იმპორტი, თავისთავად, ინფლაციის გათვალისწინებით, უმეტესწილად სხვა იმპორტულ პროდუქციას უფრო უწევს კონკურენციას, ვიდრე ადგილობრივ წარმოებას.
TBC Capital-ს ლარის კურსთან დაკავშირებით, პოზიტიურ მოლოდინები აქვს, პირველ რიგში, ვალუტის შემოდინებების გამო. თუმცა, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან საშუალო გაცვლითი კურსის (REER) და ინფლაციის მხრივ, შეფასება ნეგატიურია.