Stellantis-მა თავისი Fiat 500 ელექტრომობილის წარმოება 1 ნოემბრამდე შეაჩერა, დაბალი მოთხოვნის გამო. ამის შესახებ ავტომწარმოებელმა სამშაბათს, 1 ოქტომბერს განაცხადა .
კომპანია ამბობს, რომ ელექტრომობილების ბაზარი ევროპაში ღრმა კრიზისშია.
EVs-ის გაყიდვების გლობალურმა შენელებამ ავტომწარმოებლები მთელ მსოფლიოში აიძულა, შეცვალონ საკუთარი გეგმები.
წარმოების შეჩერების მიუხედავად, Stellantis-მა განაცხადა, რომ ინარჩუნებს Fiat 500e-ში 100 მილიონი ევროს ($110,93 მილიონი) ინვესტიციის განხორციელების გეგმას. ახალ ავტომობილს ის მაღალი ხარისხის ბატარეით გამოუშვებს, ხოლო 2026 წლიდან ახალი 500 Hybrid-ის წარმოებას დაიწყებს.
იტალიამ $1 მილიარდის სუბსიდია გამოყო, რომლითაც მძღოლებს ელექტრო მანქანების შესყიდვას დაუფინანსებს.