ავტომწარმოებელი Stellantis NV, რომელიც Fiat Chrysler-ს და PSA Group-ს აერთიანებს(Abarth, Alfa Romeo, Chrysler, Citroën, Dodge, DS, Fiat, Jeep, Lancia, Maserati, Opel, Peugeot, Ram Trucks, Vauxhall), აღმასრულებელი დირექტორის კარლოს ტავარესის დათხოვნას აპირებს.
პეჟოს, ფიატის და ჯიპის მწარმოებელმა ავტოკონცერნმა ახალი აღმასრულებელი დირექტორის ძებნა დაიწყო.
Stellantis-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ტავარესთან ხუთწლიანი კონტრაქტი აქვთ, რომლის ვადა 2026 წლის დასაწყისში იწურება.
Stellantis ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ. კრიტიკა ისმის დილერებისგან და პროფკავშირის მხრიდან. ავტოკონცერნს 2024 წლის წლის პირველ ნახევარში ცუდი ფინანსური მაჩვენებლები ჰქონდა და Stellantis-ის საწყობებში დიდი რაოდენობით გაუყიდავი ახალი ავტომობილი დაგროვდა.
2024 წლის პირველი ნახევრის წმინდა მოგება 48%-ით შემცირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იტალიასა და შეერთებულ შტატებში არსებულ ქარხნებში წარმოების შემცირების შემდეგ მუშები გაფიცვებით იმუქრებიან.
როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, Stellantis ბევრ ბრენდს აერთიანებს და ამ კონგლომერატის მართვა იოლი არ არის. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების პირობებში, კომპანიას რომელიმე ბრენდის გაყიდვა მოუწიოს.
ავტოინდუსტრია აზარალებს იაფი ჩინური მანქანების ზრდა, ელექტრო მანქანების გაყიდვების შენელება და ემისიების რეგულაციების გამკაცრება.
Stellantis-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 47%-ით დაეცა.