ყავის პოპულარული ქსელის Starbucks-ის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ივლის-სექტემბრის პერიოდში მსოფლიო მასშტაბით გაყიდვები 7%-ით შემცირდა.
ქსელში გაყიდვების კლების ტენდენცია ზედიზედ მესამე კვარტალია გრძელდება. მთლიანი ფისკალური წლისთვის, რომელიც 29 სექტემბერს მთავრდება, კომპანიის კაფეებში გაყიდვები 2%-ით არის შემცირებული.
გაყიდვების 6%-იანი კლებაა შეერთებულ შტატებში, ხოლო კიდევ უფრო მეტი 14% ჩინეთში. ბევრი მომხმარებელი ამბობს, Starbucks-ში ყოფნა მისთვის ადრინდელივით სასიამოვნო აღარ არის, რაც იწვევს ვიზიტების სიხშირის შემცირებას.
მოგების მაჩვენებელი ერთ აქციაზე შემცირდა 25%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და დაეცა 80 ცენტი შეადგინა, ხოლო კონსოლიდირებული წმინდა შემოსავალი შემცირდა 3%ით, $9,1 მილიარდამდე.
ახლად დანიშნულმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ნიკოლმა აღიარა რომ კომპანიას პრობლემები აქვს, რაც გამოწვეულია მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ვარდნით, აგრეთვე ინვესტიციების არაეფექტურობით.
მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა რეიჩელ რუჯერიმ აღნიშნა, რომ გაზრდილი ინვესტიციების მიუხედავად, ყავის ქსელს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი მატება არ ჰქონია.
Starbucks ასევე დაზარალდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის და მისი ქსელის მიმართ გამოცხადებული ბოიკოტის გამო.