მომხმარებელთა ნაწილი Starbucks-ის ყავის ახალი ხაზს იწუნებს. როგორც აღმოჩნდა, მათი უკმაყოფილების მიზეზი ყავაში ზეითუნის ზეთის დამატება გახდა. მომხმარებლები ჩივიან, რომ ყავის დალევის შემდეგ, ხშირად უწევთ ტუალეტში შესვლა.
Starbucks-მა იტალიაში ყავის ახალი ხაზი ჩაუშვა. ახალ სასმელს თითო კოვზი ზეითუნის ზეთი აქვს დამატებული.
ის „გარდაქმნის ყავის ინდუსტრიას“ და იქნება „ძალიან მომგებიანი სიახლე კომპანიისთვის“, – აცხადებდა Starbucks ახალი სასმელის გაყიდვაში ჩაშვების წინ. მაგრამ კომპანიამ მგრძნობიარე კუჭის მქონე მომხმარებლების ინტერესები ვერ გაითვალისწინა.
ახალი ყავა Oleato იტალიაში თებერვალში გამოჩნდა. ახალ ხაზში არის შვრიის რძის ლატე, ცივი ესპრესო შვრიის რძით და ცივი ყავა ოქროსფერი ქაფით, რომლებსაც ემატება კოვზი ზეითუნის ზეთი.
ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები კარგად არის ცნობილი. მისი გამოყენება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და არტერიულ წნევას. მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ Starbucks-ის ყავასთან ერთად ცხიმი, მომნელებელ სისტემას ასტიმულირებს.