Spotify 1600-ზე მეტ სამუშაო ადგილს ამცირებს ხარჯების ზრდის გამო.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მილიარდერმა დანიელ ეკმა განაცხადა, რომ სამსახურიდან თანამშრომლების 17% გაუშვა, რაც 2023 წელს შემცირებების მესამე და ყველაზე მტკივნეული რაუნდია.
გასულ წელს Spotify-მა ათასობით ტექნიკური ხასიათის სამუშაო ადგილი გააუქმა სარეკლამო შემოსავლის შემცირებისა და რეცესიის საფრთხის გამო.
Layoffs.FYI-ის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს მსხვილი ტექნოლოგიური ფირმებიდან გლობალურად 55 000-ზე მეტი ტექნიკური თანამშრომელი დაითხოვეს.
სტოკჰოლმში დაფუძნებული Spotify მუსიკალური სტრიმინგსერვისის მსოფლიო ლიდერია. ის არის იმ რამდენიმე ევროპულ ბიზნესს შორის, რომელიც კონკურენციას უწევს ამერიკულ კონკურენტებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გლობალური ეკონომიკა შენელდა, კომპანიას პოდკასტინგში ინვესტიციების შეამცირება მოუწია.
„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ხარჯები შევამცირეთ, ის ჯერ კიდევ ძალიან დიდია”, – აღნიშნა ეკმა.
სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლები საშუალოდ ხუთი თვის კომპენსაციას მიიღებენ, პლუს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას.
ეკმა განმარტა, რომ ხელფასებზე დაზოგილ თანხებს კომპანია სტრატეგიულად უფრო სწორად დააბრუნებს ბიზნესში.