S&P-მა ისრაელის რეიტინგი უარყოფითამდე შეამცირა ომის რისკის მოტივით.
S&P Global Ratings-მა 24 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ისრაელის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურზე გადაჰყავს – AA- დონემდე. გადაწყვეტილების მიზეზად სააგენტო ღაზაზე ისრაელის აგრესიის გაფართოების საფრთხეს ასახელებს.
„ვვარაუდობთ, რომ კონფლიქტი ღაზაში 3-6 თვეს გაგრძელდება“, – აღნიშნა S&P-მა.
ისრაელის მთავრობის A1 საკრედიტო რეიტინგს ასევე გადახედავს Moody’s Investors Service.
გარდა ამისა, Fitch Ratings-მა განაცხადა, რომ განიხილავს ისრაელის A+ უცხოური და ადგილობრივი ვალუტის დეფოლტის რეიტინგებს „კონფლიქტთან დაკავშირებული რისკების“ გამო.
S&P-ის პროგნოზით, ისრაელის ეკონომიკა 5%-ით შემცირდება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, მესამესთან შედარებით, 2024 წელს აღდგენის პერსპექტივით.
ეს გამოწვეულია რეზერვისტების მობილიზაციით, კომერციული აქტივობის შემცირებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებითა და სხვა უარყოფითი ფაქტორებით.
S&P-მა ასევე ივარაუდა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდის გარდა, ფიზიკური პირებისა და კომპანიების მხარდაჭერის დამატებითი ხარჯები გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდას.
S&P-მა არ გამორიცხა, რომ სამხედრო დაპირისპირების გაფართოების შემთხვევაში, რეიტინგი კიდევ უფრო შეამციროს.