Dow Jones და S&P 500 ორივე რეკორდულ მაჩვენებელზეა. ინდექსები ბოლო ვაჭრობისას შესაბამისად, 0.2%-ით და 0,3%-ით გაიზარდა. Nasdaq Composite-მა კი 0.1%-ით მოიმატა.
ორშაბათის საბირჟო ვაჭრობაზე Tesla ლიდერობდა. კომპანიის აქციების ფასი 4.6%-ით გაიზარდა. ელექტრომობილების მწარმოებელმა წლის დასაწყისში განცდილი დანაკარგი მთლიანად აინაზღაურა. როგორც ცნობილია, აპრილში მისი აქციები 42%-ით დაეცა, როდესაც კომპანია ფასებს ავტომობილების გაყიდვების გაზრდის მიზნით ამცირებდა.
ფინანსური ბაზრები იზრდება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, ოთხი წლის შემდეგ პირველად, საპროცენტო განაკვეთი შეამცირა და საკმაოდ დიდი ოდენობით – 0,5%-ით.
საფონდო ბაზარი ელოდება, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პარალელურად, იპოთეკური, ავტო და სხვა სესხების გაიაფება აშშ-ს ეკონომიკას რეცესიის თავიდან აცილებაში დაეხმარება.
ორშაბათს ოქრო კიდევ გაძვირდა და რეკორდული $2,650-იან მაჩვენებელს მიაღწია. ოპტიმიზმის ფონზე, რომ Fed გააგრძელებს განაკვეთების შემცირებას. ბიტკოინი ოდნავ შეიცვალა და $63,000 ღირს.