საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings 2023 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკის ნულოვან ზრდას პროგნოზირებს.
მანამდე S&P 2023 წელს აზერბაიჯანში მშპ-ის 1,5%-იან ზრდას ვარაუდობდა.
სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, 2024-2026 წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 1,4% იქნება.
S&P ვარაუდობს, რომ წელს აზერბაიჯანში ინფლაცია 12%-ის ფარგლებში იქნება (2022 წელს 13,9% იყო), 2024 წელს ფასების დონე 6%-მდე შემცირდება, 2025 წელს – 5%-მდე, ხოლო 2026 წელს – 3,5%-მდე.
სააგენტოს წინასწარი გათვლებით, წელს აზერბაიჯანის მშპ-ის ნომინალური მოცულობა $77 მილიარდს მიაღწევს (2022 წელს – $79 მილიარდი), 2024 წელს – $81 მილიარდს, 2025 წელს – $84 მილიარდს, ხოლო 2026 წელს $87 მილიარდი იქნება.
S&P-ის პროგნოზით, 2023 წელს Brent-ის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე $86 იქნება, მომდევნო წლებში კი – $85 ბარელზე.
2023 წელს აზერბაიჯანის მთავრობა ეკონომიკის 1,8%-ით ზრდას ელოდება, ინფლაციას კი 10,4% -ის დონეზე ვარაუდობს.
2022 წელს აზერბაიჯანის მშპ 4,6%-ით გაიზარდა.