შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

Silicon Valley Bank-ის გაკოტრების ისტორია

ავტორი Nona
11:36, 17 მარტი, 2023
- ბანკები და ფინანსები, სიახლეები
Silicon Valley Bank-ის გაკოტრების ისტორია

skynews.com

გაზიარებაგაზიარება

Silicon Valley Bank (SVB) აღარ არსებობს. იმის შემდეგ, რაც ბანკის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით ინვესტორებს ეჭვი გაუჩნდათ, მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს დეპოზიტების გატანა. ამან აუცილებელი გახადა Federal Deposit Insurance Corporation (FDIC)-ის ჩარევა. ბანკი სწრაფად ჩამოიშლა. რამდენიმე დღეში SVB-ს $2 მილიარდიანი ზარალი უფიქსირდებოდა. ბანკის აქციები 60%-ით გაუფასურდა და არაერთმა ფინანსურმა მრჩეველმა კლიენტებს კომპანიის საინვესტიციო პორტფელიდან აქციების გატანა ურჩია. გასულ პარასკევს 40 წლიანი ისტორიის ბანკმა არსებობა შეწყვიტა.

რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? SVB აფინანსებდა აშშ-ის სტარტაპ ეკოსისტემის დიდ ნაწილს, რაც შესაძლებელი გახადა ფედერალური რეზერვის მიერ დაწესებულმა უკიდურესად დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა (SVB-ს დეპოზიტების რაოდენობა გასამმაგდა 2018 წლიდან 2021 წლამდე), თუმცა,როცა გასულ წელს განაკვეთები გაიზარდა, შემცირდა როგორც დეპოზიტების რაოდენობა, ისევე ობლიგაციების ღირებულება, რომლებიც ბანკმა ამ დეპოზიტებით შეიძინა.

ამ სიახლემ მთლიანი საფინანსო სექტორის მიმართ უარყოფითი განწყობა შექმნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეს ბანკები ბევრად უკეთ არიან მომზადებულები მსგავსი სცენარისთვის ვიდრე 2008 წელს იყვნენ. შესაბამისად, კიდევ ერთი ფინანსური კრიზისი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.

ხელოვნური ინტელექტის აქციები დაეცა: აქციები, როგორიცაა C3.ai (AI), BigBear.ai Holdings (BBAI) და SoundHound AI(SOUND) დაეცა მას შემდეგ, რაც US Chamber of Commerce-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის დარეგულირებას აპირებს. 14-გვერდიან რეპორტში წერია, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს შეუძლიათ გლობალური მშპ $13 ტრილიონით გაზარდონ მომდევნო დეკადის განმავლობაში, თუმცა, მათ ასევე ექნებათ გავლენა ისეთ დარგებზე, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ EU ასევე აპირებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.

უორენ ბაფეტი აგრძელებს Occidental Petroleum (OXY)-ს აქციების შეძენას: Berkshire Hathaway-მ გააგრძელა ენერგო კომპანიის აქციების შეძენა და უკვე დაახლოებით 22%-ს ფლობს. ეს ნიშნავს, რომ ბაფეტი უკვე 200.2 მილიონ აქციას ფლობს კომპანიაში, რომელთა ღირებულებაც $12.2 მილიარდს შეადგენს. წლიური დივიდენდები ამ ჰოლდინგიდან სავარაუდოდ $144 მილიონს შეადგენს. შეგახსენებთ რომ Occidental Petroleum-ის აქციების ფასი, რომელიც უორენ ბაფეტის საინვესტიციო პორტფელის ტოპ 10 ჰოლდინგში შედის, გასულ წელს 200%-ზე მეტად გაიზარდა.

წყარო: Galt&Taggart

თეგები: BigBear.ai HoldingsC3.aiEBRDFederal Deposit Insurance CorporationOccidental PetroleumSilicon Valley BankSoundHound AIUS Chamber of Commerceუორენ ბაფეტიფედერალური რეზერვი

დაკავშირებული სიახლეები

თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო
ბანკები და ფინანსები

თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო

12:38, 15 მაისი, 2025
უორენ ბაფეტი
ბიზნესი

ბაფეტი Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელის პოსტიდან მიდის

15:17, 4 მაისი, 2025
თიბისი კაპიტალი
ბანკები და ფინანსები

თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედრა ჩაატარა

11:47, 4 აპრილი, 2025
თიბისი რაგბის ნაკრები
ბანკები და ფინანსები

ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება – ბორჯღალოსნების და აკა ტაბუცაძის მორიგი წარმატება

13:25, 20 მარტი, 2025

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

21 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

22 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved