Samsung Electronics-ის ათიათასობით თანამშრომელი სამხრეთ კორეაში, დღეს დილით გაიფიცა. ეს პირველი შემთხვევაა სმარტფონებისა და ჩიპების მწარმოებელი გიგანტის 55-წლიან ისტორიაში.
Samsung Electronics Union-მა წინა კვირას განაცხადა, რომ მისი 28,000 თანამშრომელი, რაც ქვეყანაში კომპანიის მთლიანი მუშახელის მეოთხედია, ანაზღაურებისა და ბონუსების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცებოდნენ.
Samsung-ის სპიკერმა განაცხადა, რომ ერთდღიან გაფიცვას „არავითარი გავლენა არ მოუხდენია კომპანიის წარმოებისა და მართვის პროცესზე“
.როგორც Reuters წერს, ბოლო წლებში Samsung ჩამორჩა თავის კონკურენტებს SK Hynix-ს და Micron Technology-ს ჩიპების წარმოებაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) პროცესორებში გამოიყენება.
მსოფლიოს უდიდეს მეხსიერების ჩიპების მწარმოებელს რამდენიმე ცუდი წელი ჰქონდა. Covid– პანდემიის დროს კომპიუტერული ჩიპების დეფიციტს მოჰყვა მოთხოვნის შემცირება გასულ წელს, რადგან მომხმარებლებმა ელექტრონიკის შეძენა შეამცირეს.
კომპანია ოპტიმისტურად არის განწყობილი და მობილურ მოწყობილობებზე წელს მოთხოვნის ზრდას ელოდება, განსაკუთრებით ახალ პროდუქტებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონები.
მსოფლიოს მოწინავე მიკროჩიპების დიდი უმრავლესობა მზადდება ორ ადგილას: ტაივანსა და სამხრეთ კორეაში. ტაივანის ინდუსტრია უფრო დიდია, სამხრეთ კორეა კი მის დაწევას ცდილობს.