Honor, Xiaomi, Samsung და Acer, რომლებმაც რუსეთში მუშაობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეაჩერეს, ახლა საქმიანობას განაახლებენ. ამ კომპანიებმა აღადგინეს ან გაზარდეს სარეკლამო ბიუჯეტები. ამის შესახებ კომერსანტი წერს.
ელექტრონიკის ამ კომპანიებმა, სანქციებისგან თავის დაცვის მიზნით, რეკლამის და პრომოუშენის მართვის უფლება მთლიანად მესამე მხარეს გადასცეს, პირველ რიგში, საცალო მოვაჭრეებს და დისტრიბუტორებს.
სარეკლამო კამპანიების გაძლიერების მიუხედავად, აღნიშნულ ბრენდებს შესაძლოა ბაზარზე წილის შენარჩუნება გაუჭირდეთ. საქმე ის არის, რომ ჩინურმა ფირმებმა, რეგულარული იმპორტით რუსულ ბაზარზე პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარეს.
ცნობისთვის, უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) ჩინური Xiaomi 2023 წელს ომის საერთაშორისო სპონსორად გამოაცხადა.