Samsung Electronics Co-ის წმინდა მოგება მეორე კვარტალში 6,4-ჯერ შემცირდა.
კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, წმინდა მოგებამ აპრილ-ივნისში შეადგინა $1,35 მილიარდი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის მოგება $8,7 მილიარდი იყო.
Samsung-ის საოპერაციო მოგება ამავე პერიოდში 95%-ით, ბოლო 14 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა.
ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანიამ ჩიპების მიმართულებიდან დაკარგა. ამ ბიზნესმა $3,4 მილიარდის ზარალი დააფიქსირა.
ცუდი ფინანსური მაჩვენებლების მიუხედავად, კომპანიის აქციების ფასი ბოლო ვაჭრობაზე 2,4%-ით გაიზარდა და $56-ს შეადგენს. ხოლო კომპანიის საბაზრო ღირებულება წლის დასაწყისიდან თითქმის 29%-ით არის გაზრდილი.