კომპანია არ ამცირებს დასაკეცი ტელეფონის მოდელის ფასს. მისი სიძვირე არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები ახალი მოდელის ყიდვისგან თავს იკავებენ.
ყოველწლიურ Unpacked ღონისძიებაზე, რომელიც პირველად Samsung-ის მშობლიურ ქვეყანაში, სამხრეთ კორეაში გაიმართა, კომპანიამ გამოაცხადა განახლებები თავისი ტაბლეტების, ჭკვიანი საათებისა და დასაკეცი ტელეფონების შესახებ.
ყველა მოწყობილობაზე გაუმჯობესებულია პროცესორისა და ეკრანის ტექნოლოგიები.
ღონისძიება ფოკუსირებული იყო Samsung-ის მეხუთე თაობის დასაკეც სმარტფონზე: 6.7 დუიმიან Z Flip5-ზე, რომელიც იკეცება 3.4 დუიმიან მოწყობილობად და 6.2 დუიმიან Galaxy Z Fold-ზე, რომელიც წიგნივით იხსნება 7.6 დუიმის სიგრძეზე. ორივე სმარტფონს აქვს გაუმჯობესებული დიზაინი, უკეთესი კამერები და ბატარეის სიცოცხლისუნარიანობა.
თუმცა, რაც არ გაუმჯობესებულა, არის ფასი. Z Flip5 ფასი $999.99-დან, ხოლო Z Fold5 იწყება $1,799-დან იწყება. ფასი იგივეა, რაც გასულ წელს იყო.
Samsung დასაკეცი ტელეფონების ბაზრის ლიდერია.
Samsung-ის მობილური მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის დრიუ ბლეკარდი ამბობს, რომ მას სჯერა, ფასები დაეცემა და დასაკეცი მოწყობილობები ერთ დღეს ფლაგმანი მოწყობილობები გახდება.
თუმცა, მანამდე Samsung-მა მომხმარებლები უნდა დაარწმუნოს, რომ გადაიხადონ.