Samsung-მა Galaxy F15-ის პრეზენტაცია გამართა. ახალი მოდელის სმარტფონის გაყიდვები ინდოეთში დაიწყება, გლობალურ ბაზარზე კი მოგვიანებით გამოჩნდება. Galaxy F15-ის ფასები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული იქნება.
ტელეფონს აქვს უფრო დიდი ბატარეა, ვიდრე A სერიის მოდელს. 6000 mAh ბატარეა, Super AMOLED ეკრანი 6.5 დუიმიანი დიაგონალით. გამოსახულების გარჩევადობა არის Full HD+, ხოლო კადრის განახლების სიხშირე 90 ჰც-ია.
4 GB + 128 GB ღირს 195 $. 6 GB + 128 GB – ის ფასი კი 205 $-ია.
სმარტფონი იმუშავებს Android 14-ზე One UI 6.0 ინტერფეისით.
ახალი პროდუქტს აქვს 50,5 და 2 მეგაპიქსელიანი კამერა და 13 მეგაპიქსელიანი დეტექტორი. ტელეფონი აღჭურვილია 5G მოდემით. გვერდით აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი და სტანდარტული ყურსასმენის ჯეკი. დამუხტვის სიმძლავრე 25 ვოლტია.
ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ახალი Samsung Galaxy A35-ის ფოტოები, რომლის გამოშვება უახლოეს მომავალში იგეგმება.