Samsung-ის დამფუძნებელმა ოჯახურმა ტრასტმა კონგლომერატში გაერთიანებულ კომპანიებში $2 მილიარდის აქცია გაყიდა მემკვიდრეობით მიღებული ქონების გადასახადის გასასტუმრებლად. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
ლი კუნ-ჰი, Samsung-ის დამფუძნებლის ვაჟი, 2020 წელს გარდაიცვალა და ოჯახს $10 მილიარდზე მეტი მემკვიდრეობის გადასახადი დაუტოვა.
2021 წელს ლის ოჯახი იძულებული გახდა, გაეყიდა პიკასოს და მონეს იშვიათი ნახატები, რათა საგადასახადო დავალიანების ნაწილი დაეფარა.
ამჯერად, საოჯახო ტრასტმა გაყიდა Samsung Electronics-ის დაახლოებით 30 მილიონი აქცია (0,5%-იანი წილი) $1,64 მილიარდის ღირებულებით, ასევე IT სერვისების პროვაიდერი Samsung SDS, სამშენებლო კომპანია Samsung C&T და სადაზღვევო კომპანია Samsung Life Insurance, ჯამში $405 მილიონად.
Samsung Electronics-ის თითო აქცია $55-ად გაიყიდა.
დღეს, 11 იანვარს, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციები 0,5%-ით – $55,7-მდე დაეცა.