მეხსიერების ჩიპების მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის, Samsung Electronics-ის აქციები ბოლო ოთხი წლის მინიმუმამდე დაეცა. აქციების ვარდნას იწვევს რისკი, რომ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია გაზრდის ტარიფებს აშშ-ში იმპორტულ პროდუქციაზე. ამის შესახებ Reuters წერს.
ჩინურ იმპორტზე ტრამპის დაპირებულმა ტარიფების ზრდამ შეიძლება Samsung-ზეც მოახდინოს გავლენა, რომელიც უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინელ მომხმარებლებზე, ვიდრე მისი ადგილობრივი კონკურენტი SK Hynix.
როგორც ცნობილია, ტრამპი გეგმავს იმპორტზე 10%-იანი ტარიფის შემოღებას, ხოლო ჩინური პროდუქციისთვის განაკვეთი 60% იქნება, რაც შეამცირებს მოთხოვნას ელექტროსაქონელზე, რომლებიც ჩიპებს იყენებენ.
Samsung-ის აქციები წელს 34%-ით გაუფასურდა და ბოლო ათწლეულის ყველაზე უარესი წლიური მაჩვენებლისკენ მიდის. მისი კონკურენტის SK Hynix-ის აქციები წელს 32%-ით გაიზარდა, ხოლო ამერიკული ჩიპების მწარმოებელი Nvidia 199%-ით გამდიდრდა.
სამხრეთ კორეულ ტექნოლოგიურ გიგანტს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს გლობალურ ჩიპების მწარმოებლებს შორის. ის კონკურენტებს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მიწოდებაშიც ჩამორჩება.
Samsung-მა საზღვარგარეთ თავის წარმომადგენლობაში თანამშრომლების რიცხვი წელს 30%-ით შეამცირა.