Ryanair მომავალ ზაფხულს რეისების რაოდენობას შეამცირებს. ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება აეროპორტების მოსაკრებლის გაზრდით ახსნა.
„ევროპაში სიტუაცია მომავალ ზაფხულს გართულდება, ადგილები ნაკლები იქნება“, – განაცხადა Ryanair-ის ხელმძღვანელმა ო’ლირიმ.
პირველ რიგში რეისების ნაწილი პორტუგალიის მიმართულებაზე შემცირდება, სადაც გადასახადი საშუალოდ 14,6%-ით გაიზარდა.
„ახლახან გავხდით ANA/Vinci მონოპოლიის მსხვერპლი, რამაც საგრძნობლად გაზარდა აეროპორტის გადასახადი მომავალი წლისთვის. შედეგად Ryanair-მა პონტა დელგადას ბაზა დახურა“, – თქვა მაიკლ ო’ლირიმ.
ფრენების რაოდენობა შემცირდება ფაროს და პორტოს აეროპორტებში, სადაც ტარიფები შესაბამისად გაიზრდება 11,9%-ით და 11,4%-ით. რეისების რაოდენობა განახევრდება მადეირას მიმართულებითაც.
საერთო ჯამში, ავიაკომპანიამ გააუქმა 17 მარშრუტი დუბლინის გავლით და 19 თვითმფრინავი გადაიყვანა ალტერნატიულ ევროპულ აეროპორტებში, სადაც უფრო ხელსაყრელი პირობებია.
Ryanair-მა ასევე განაცხადა ფრენების შემცირებაზე კიდევ რამდენიმე ევროპულ აეროპორტში 2023/2024 წლის ზამთრის სეზონზე, ახალი Boeing 737-ების მიწოდების შეფერხების გამო.
ფრენების რაოდენობის შემცირება ტურისტებისთვისაც ცუდი ამბავია, რადგან ნაკლები ფრენა ბილეთების გაძვირებას ნიშნავს ადგილების ნაკლებობისა და გაზრდილი მოთხოვნის გამო.