Ryanair-მა გამოაცხადა, რომ რეისებს ამცირებს Boeing-ისგან თვითმფრინავების მიწოდების შეფერხების გამო.
მგზავრების უდიდესმა ევროპულმა გადამყვანმა განაცხადა, რომ ფრენების გაუქმება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება და დაზარალებულ მგზავრებს ამის შესახებ უახლოეს დღეებში ელექტრონული ფოსტით შეატყობინებენ.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სექტემბრიდან დეკემბრამდე Boeing-ს მისთვის 27 თვითმფრინავი უნდა მიეწოდებინა. მაგრამ წარმოების შეფერხებების გამო, სამი თვის განმავლობაში მხოლოდ 14 თვითმფრინავს მიიღებს.
„ამ დროისთვის, ჩვენ არ ველით, რომ მიწოდების ეს შეფერხებები არსებითად იმოქმედებს ჩვენს 183.5-მილიონიან ტრაფიკზე წლის განმავლობაში. მაგრამ თუ სიტუაცია გაუარესდება ან კიდევ 2024 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში გაგრძელდება, შეიძლება ეს მაჩვენებელი შემცირდეს”, – თქვა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ.
ბიუჯეტური ავიაკომპანიის ცნობით, სამ თვითმფრინავს მოხსნიან ბელგიის აეროპორტიდან, ორს დუბლინის და ხუთს იტალიის აეროპორტებიდან, მათ შორის ბერგამოს, ნეაპოლისა და პიზას მიმართულებით. ასევე შემცირდება თვითმფრინავების რიცხვი გაერთიანებული სამეფოს East Midlands-ის აეროპორტში, პორტოსა და კიოლნში.