Ryanair ავიაბილეთების 10%-ით გაძვირებას აანონსებს. ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის განმარტებით, ფასის ზრდა ახალი Boeing-ების დაგვიანებით მიწოდებას უკავშირდება.
Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ო’ლირი ამბობს, რომ თვითმფრინავების დაგვიანებით მიწოდება მგზავრების გადაყვანას შეაფერხებს.
მისი თქმით, 57 Boeing 737 Max 8200-ის მიწოდება მარტამდე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ზაფხულის სეზონისთვის მხოლოდ 40-45 შეიძლება მიიღონ.
შარშანდელი ინციდენტის შემდეგ, რაც თვითმფრინავის კარის გახსნას უკავშირდება, Boeing-ის თვითმფრინავების ხარისხის კონტროლი გამკაცრებულია, რამაც წარმოების შენელება გამოიწვია.
მაიკლ ო’ლირის თქმით, თვითმფრინავების დაგვიანების გამო შეფერხება ზოგიერთ სხვა ავიაკომპანიასაც შეექმნა. მათ შორის Wizz Air-ს, რომელსაც Airbus-ის თვითმფრინავების მიღება დაუგვიანეს, Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებული პრობლემის გამო.
ო’ლირიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ზაფხულს ბილეთებზე “მთელ ევროპაში უფრო მაღალი ფასები იქნება” და ტარიფები სავარაუდოდ, დაიკლებს, როცა „ტევადობა გაიზრდება”.