რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ, რომელიც რეისებს სოჭი-ქუთაისი მიმართულებით ივლისიდან ასრულებს, მგზავრებისთვის საფრთხის შექმნის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გამოძიება აცხადებს, რომ 2023 წლის 13 აგვისტოს, Red Wings-ს 406 მგზავრი ანტალიიდან მოსკოვში გადაჰყავდა ისე, რომ კონდიცირების სისტემა გაუმართავი იყო. ასევე, თვითმფრინავის ძრავა სახმელეთო აღჭურვილობის გამოყენების გარეშე ფუნქციონირებდა.
ამის გამო, თვითმფრინავის აფრენა-დაშვების დროს, შესაძლებელი იყო, საფრთხე შეჰქმნოდა მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თვითმფრინავის სალონში ხანგრძლივი ყოფნის გამო, სადაც ჰაერის მაღალი ტემპერატურა იყო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბასტრიკინმა Red Wings-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება 15 აგვისტოს გასცა.
როგორც ცნობილია, Red Wings-ის რამდენიმე რეისი გაუქმდა ორი Boeing-777-ის გაუმართაობის გამო. ავიაკომპანიამ გადადებული რეისის შესასრულებლად თვითმფრინავები Ikar-ისგან ითხოვა.
Red Wings-ის პარკი სამი Boeing 777-ისა და 20 Superjet 100-ისგან შედგება.