ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში კიდევ 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა, რეგისტრაცია გრძელდება

ავტორი Nona
10:35, 23 მარტი, 2023
- ბიზნესი, სიახლეები
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში კიდევ 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა, რეგისტრაცია გრძელდება
გაზიარებაგაზიარება

პროექტი საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში 2025 წლამდე გაგრძელდება და 50-ზე მეტ საწარმოს დაეხმარება 

პროექტის – ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) საგრანტო კონკურსის 15 გამარჯვებული ახალგაზრდული საწარმო გამოვლინდა.

RDYE პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

გამოცხადდა პროგრამის მეორე ეტაპი და გრძელდება 18-35 წლის ახალგაზრდების რეგისტრაცია. პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ – ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან QR კოდების მეშვეობით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელიც განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით და სულ მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

  • ქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

  • სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

  • შიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი

  • მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

პროექტი ხელს შეუწყობს 1 500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge.

„RDYE პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ამისათვის პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადდა 700-ზე მეტი, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 800 ახალგაზრდის გადამზადება მეწარმეობაში და მათთვის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა“, – აღნიშნა უჩა ვარამაშვილმა, პროექტის – ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის დირექტორმა.

„Mercy Corps საქართველოში 2000 წლიდან საქმიანობს და განხორციელებული აქვს 25-ზე მეტი პროექტი სათემო მობილიზაციის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, საბაზრო სისტემების განვითარების, გენდერის, გარემოს დაცვისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით. RDYE პროექტის ფარგლებში, Mercy Corps მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება“, –განაცხადა ირაკლი ქასრაშვილმა. საქართველოში Mercy Corps-ის წარმომადგენლობის დირექტორმა.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა; სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა; ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ; ირაკლი ქასრაშვილმა და უჩა ვარამაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

თეგები: Mercy CorpsRDYEახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვისვაჟა მენაბდეთომას მიულმანიირაკლი ქასრაშვილიუჩა ვარამაშვილი

დაკავშირებული სიახლეები

ლიბერთი, აგრო და ბიზნეს სესხები
ბანკები და ფინანსები

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

10:52, 7 მარტი, 2024

ბოლო სიახლეები

JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

16 წუთი-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

22 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved