ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა ფრანგულ PSG-საც სურს. ფრანგული PSG მზადაა ხვიჩა კვარაცხელიასთვის 180 მილიონი გადაიხადოს.
იტალიური გამოცემის – Correiere dello Sport-ის ცნობით, კრისტოფ გალტიეს კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე მის მთავარ სამიზნედ ქართველი ფეხბურთელი დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთვის ამ სეზონში გამორჩეული მოთამაშეა როგორც ლიგაში, ასევე ევროპაში, 30 მატჩში 14 გოლით. ნაპოლის გარემარბის დიდი დამსახურებაა, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ს ლიდერია.
მისმა თამაშმა ევროპის რამდენიმე უდიდესი კლუბის ყურადღება მიიპყრო. კვარაცხელიას მსურველთა შორის არის მადრიდის რეალიც.