იტალიური მოდის სახლი Prada გეგმავს Versace-ს შეძენას. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Sole 24 Ore საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Versace 2018 წლიდან Capri Holdings-ს საკუთრებაშია. ახლა კი ჰოლდინგი მზად არის გაყიდოს Versace და მისი ბრენდი Jimmy Choo. როგორც Il Sole წერს, მან პოტენციურ მყიდველებისთვის შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნა Barclays Bank-ს დაავალა.
Prada ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომელიც სტაბილურ მოგებას ინარჩუნებენ ფუფუნების სექტორის გლობალური ვარდნის პირობებში.
2024 წლის მესამე კვარტალში მისი გაყიდვები გაიზარდა 18%-ით, უმეტესად Miu Miu-ს წყალობით, რომელსაც წლიურად 97%-იანი ზრდა ჰქონდა.