Porsche-ს გაყიდვები შემცირებულია. მიზეზი ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის კლებაა, სადაც კონკურენცია იზრდება და მომხმარებლები კვლავ ძვირად ღირებულ შესყიდვებს ერიდებიან, მიმდინარე კრიზისის ფონზე.
გერმანიის ავტომწარმოებლის გაყიდვები მესამე კვარტლის ბოლო 10 წლის მინიმუმზეა. ელექტრო Taycan-ის მოდელის გაყიდვები დაეცა 47%-ით, ძირითადად, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ელექტრომობილებზე (EVs) მოთხოვნის შემცირების და ამ მოდელის პრობლემების გამო. კომპანიამ მიმდინარე წლის ივნისში და ოქტომბერში ავტომობილი ბაზრიდან გაიწვია, სამუხრუჭე შლანგისა და ბატარეის პრობლემების გამო.
Porsche AG-ის წარმომადგენლები მაინც ოპტიმისტურები რჩებიან, ამბობენ, რომ ახალი მოდელების მიმართ მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მაღალია და 2024 წლის ბოლოს ზრდა დაფიქსირდება.
Volkswagen, Porsche-ს დედა კომპანია, ანალოგიურ სიტუაციაშია, მას გაყიდვები 15%-ით შეუმცირდა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში.
ჩინეთის მზარდი მოთხოვნა ელექტრომობილებზე კიდევ უფრო აზიანებს ევროპულ ავტომწარმოებლებს იმის მიუხედავად, რომ ევროპაში ჩინური ელექტრომობილების გაყიდვებმა იკლო, იმპორტზე ტარიფების ზრდის ფონზე, ჩინეთში სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია.
ჩინურმა BYD-მ და Geely-მ, მოთხოვნის მკვეთრი ზრდა აქვთ, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ევროპელი ავტომწარმოებლების მოგება და გაყიდვები ამ ქვეყანაში. ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ ჩინური ელექტრომობილები მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე ევროპულ მანქანებზე, ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა მანქანების მოთხოვნებსაც ითვალისწინებს.
ევროკავშირისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ფონზე, ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ჩინეთის მთავრობამ შესაძლოა სანქციები დაუწესოს ევროპულ ავტომწარმოებლებს, მათ შორის BMW-ს, Audi-ს და Mercedes-Benz-ს.